თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს
სამართალდამცველებმა თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1986 წელს დაბადებული ნ.ა., 1973 წელს დაბადებული ი.ა., 1987 წელს დაბადებული კ.ა., 1996 წელს დაბადებული ა.გ.,1967 წელს დაბადებული დ.ფ., 1976 წელს დაბადებული ს.გ., 1999 წელს დაბადებული ვ.მ., 1979 წელს დაბადებული ვ.ა., 1971 წელს დაბადებული ფ.ა., 1985 წელს დაბადებული რ.ნ. და 1999 წელს დაბადებული ე.გ.
დაკავებულებს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება ედებათ ბრალად.
,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ფული და მობილური ტელეფონები ამოიღო", - აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, მეოთხე ნაწილით, მე-5 ნაწილის "ა" და"ბ" ქვეპუნქტებით და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა