რა იპოვეს თამარ ბაჩალიაშვილის ლეპტოპსა და სმარტფონში
საქართველოს გენერალური პროკურატურის თქმით, გამოძიება დაინტერესდა, ხომ არ იძებნებოდა თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერში ან მის კუთვნილ სმარტფონში რაიმე ტიპის ჰაკერული პროგრამა.
უწყების ცნობით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის პორტატული კომპიუტერის და მობილური ტელეფონის ოპერაციულ სისტემებში დაინსტალირებულ პროგრამულ უზრუნველყოფებს შორის არ ფიქსირდება ჰაკერული ტიპის პროგრამა,
"ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის პორტატული კომპიუტერის და მობილური ტელეფონის ოპერაციულ სისტემებში დაინსტალირებულ პროგრამულ უზრუნველყოფებს შორის არ ფიქსირდება ჰაკერული ტიპის პროგრამა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სხვა მოწყობილობებში არაავტორიზებული შეღწევა, ინფორმაციის წაშლა, ჩაწერა, ჩასწორება, პროგრამების ინსტალაცია და ინფორმაციის არალეგალურად მოპოვება.
ამავე დასკვნის მიხედვით, პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მასში ფიქსირდება პროგრამისტის საქმიანობასთან დაკავშირებული პროგრამები და შესაბამისი პროექტები. პროექტებში გამოყენებულია ვებ-პროგრამირების ტექნოლოგიები და აქედან გამომდინარე მათზე მომუშავე სპეციალისტის საქმიანობის სფერო არის ვებ-პროგრამირება.
ასევე, განხორციელდა თითოეული პროექტის შესწავლა და დადგინდა, რომ მათი გარკვეული ნაწილი წარმოადგენს სხვადასხვა დომეინებთან დაკავშირებულ პროექტებს/მოდულებს. განისაზღვრა მათი კატეგორიაც, მათ შორის ერთი განეკუთვნება „Technology/Internet“, ხოლო სამი მათგანი მიეკუთვნება კატეგორიას: „Pornography“.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურაში შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ინტენსიურ რეჟიმში სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს ატარებს. გამოძიების ფარგლებში ჩატარდა 1000-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოიკითხა 600-მდე პირი, დაინიშნა არაერთი ექსპერტიზა, ასევე ჩატარდა რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი.
საქართველოს პროკურატურა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ინფორმაციას მომავალშიც მიაწვდის," - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- “დღეიდან წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესები ამოქმედდა - 4 ოქტომბერს გაიხსნება 3051 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება” - ცესკო
- “საქართველოს ხედვა ნათელია, არ ვცდილობთ მხოლოდ ჰაბი გავხდეთ, ჩვენი მიზანია ვიყოთ მრავალფუნქციური, მრავალმიმართულებიანი ჰაბი კონტინენტების, ბაზრების, ერებისა და იდეების დამაკავშირებელი” - ირაკლი კობახიძე
- “ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიცრუეა ხაზარაძის და მისი თანაპარტიელების განცხადება, თითქოს მათ აღმოაჩინეს „ტექნიკური გაუგებრობა“ და თავადვე მოახდინეს ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების ანგარიშსწორება” - შემოსავლების სამსახური
- “ენერგომატარებლების გაიაფება ომს შეაჩერებს” - ტრამპი
- ძველი აეროდრომი ახალი მიზნებისთვის – აშშ წყნარ ოკეანეში პოზიციებს აძლიერებს