შსს-მ მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობა დაიწყო
შსს-მ ოჯახურ ძალადობაში ეჭვმიტანილზე ზედამხედველობისათვის ელექტრონული სამაჯური პირველად გამოიყენა.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონულმა სამმართველომ გამოძიება დაიწყო ოჯახში ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე. გამოძიებით დადგინდა, რომ 1985 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა მამაკაცმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა მიიღეს გადაწყვეტილება, მოძალადის მიმართ, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, ელექტრონული ზედამხედველობაც დაწესებულიყო.
ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით მოძალადის ვირტუალურ მონიტორინგს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112". მოძალადის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება სავალდებულოა, ხოლო მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობისთვის თავის არიდება ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.
მოძალადეებზე ელექტრონული ზედამხედველობის დანერგვის შესახებ კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იქნა ინიცირებული. ინიციატივის მიზანს წარმოადგენდა მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვის გარანტიების გაზრდა და გაუმჯობესება.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი