"გავჩერდეთ 2 საათი და ნახავთ, რამდენი მანქანა გაივლის" - ჯუმბერ ბაჩალიაშვილი
მკვლელობაზე ეჭვი იმ დღიდან გამიჩნდა, როდესაც ტერიტორია ვნახე - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტყეში, საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი ტერიტორიაზე მაშინ მიიტანს, როდესაც სოფლებში ელექტროენერგია გაითიშა.
,,იწყება ხელის დაფარება თეთრიწყაროს პოლიციის მხრიდან. ასჯერ მითქვამს და კიდევ ვიტყვი ამას. უნდობლობა მქონდა ქვემო ქართლის პოლიციის მიმართ, ახლა ვენდობი ირაკლი შოთაძეს და ვნახოთ… ვითომ 4 დღე იყო მანქანა და ვერ ნახეს? ხედავთ რამდენი ხალხი დადის, გავჩერდეთ 2 საათი და ნახავთ რამდენი მანქანა გაივლის. ეჭვი იმ დღიდან გამიჩნდა, როდესაც ტერიტორია ვნახე, უბრალოდ აქამდე ხელს აფარებდნენ. აფციაურით დაწყებული ბაჭულაშვილით დამთავრებული, აქ დამთავრდა ყველაფერი, სინათლე რომ ჩაქრა სოფლებში, მაშინ მოიტანეს მანქანა,“ – აღნიშნა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
სიახლეები
- დანიის ზოოპარკი მტაცებლების გამოსაკვებად არასასურველ შინაურ ცხოველებს ითხოვს
- “უკვე დადასტურდა საერთაშორისო, საშინაო, ადამიანურ, დიპლომატიურ, ნებისმიერ დონეზე მამუკა ხაზარაძის თაღლითობა” - შალვა პაპუაშვილი
- დრონებით შეტევის შედეგად რიაზანის ქარხანამ ნავთობის გადამუშავება გაანახევრა
- “ჯუანშერ ბურჭულაძე და სხვა დასაკავებელ-დასაჭერები, ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის გაკეთებას სთხოვენ” - ლევან ხაბეიშვილი
- აშშ-მა და NATO-მ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი მექანიზმი აამოქმედეს