"მკვლელი შვილიშვილი არ მინდა" - შიმშილობის დაწყებას ზ.ხ.-ს ბებია და ბაბუაც აპირებენ
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის მამის შიმშილობას გენერალურ პროკურატურასთან ოჯახის სხვა წევრებიც შეურთდნენ.
უწყებასთან ცოტა ხნის წინ ბებია და ბაბუა მივიდნენ.
ისინი არასრულწლოვანი შვილთაშვილის მოთხოვნას უერთდებიან, რომელიც სიცრუის დეტექტორით დაკითხვას ითხოვს
"ვთხოვ გამოძიებას, დროზე იპოვოს დამნაშავე და დასაჯოს. თუ ჩემი შვილიშვილი იქნება დამნაშავე, დასაჯოს როგორც კანონია და წესია, აი ამას ვთხოვ გამომძიებელს. მე აქედან არ წავალ, ვიდრე არ გამოიძიებენ. ვიცი, რომ ტყუილად არის, ჩემი შვილიშვილის მჯერა, თუ კი არის მკვლელი, მე მკვლელი შვილიშვილი არ მინდა," - ამბობს ლიანა ხომასურიძე.
არასრულწლოვნი ზ.ხ.-ს მამამ პროკურატურასთან შიმშილობა გუშინ დაიწყო და დღეს დილიდან განაახლა. თამაზ ხომასურიძე შვილის სიცრუის დეტექტორზე დაკითხვის გარდა, იმ პროკურორის აცილებას მოითხოვს, ვინც მის შვილს ჩვენება მიაცემინა. ხომასურიძე ამბობს, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლა მოხდა.
მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხევაში თამაზ ხომასურიძე, სუიციდით იმუქრება.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო