არის თუ არა აღმოჩენილი ცხედარი თამარ ბაჩალიაშვილის - მშობლებს დნმ-ის ანალიზი აუღეს
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის მშობლებს დნმ-ის ანალიზი აუღეს.
ადვოკატის თქმით, ანალიზის აღებას ოჯახი გამოძიების დაწყების დღიდან ითხოვდა.
„თავიდანვე, როგორც კი გამოიძიება დაიწყო და გამოძიების წინაშე უნდობლობა გაჩნდა, მშობლები ითხოვდნენ დნმ-ის აღებას და შემოწმებას, თუ რამდენად იყო ცხედარი მათი შვილის, რადგან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობდა და მთავარი პროკურორის მიმართაც აღნიშნული საკითხი დადგა. ამის თაობაზე იყო დღევანდელი შეხვედრა იმ სამუშაო ჯგუფთან, რომელიც შეიქმნა ქალაქის პროკურატურაში გენერალური პროკურორის მიერ. დნმ აიღეს მამის და დედის.
გარდა ამისა, ხვალ გაიმართება ექსპერიმენტი შემთხვევის ადგილზე, სადაც იქნა აღმოჩენილი ავტომანქანა. რა გარემოშიც იმყოფებოდა ცხედარი, რა ტემპერატურაც იყო, ისეთ გარემოში უნდა იყოს ტემპერატურა გაზომილი. შესწავლილი უნდა იყოს ისეთი მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც იყო ცხედარი ხუთი დღის განმავლობაში. იქნება 24 საათიან რეჟიმში, დაფიქსირდება შესაბამისი ვიდეოკამერით და პარალელურად, დაიწყება სამუშაო პროცესი პროკურატურაში. ისეთ რეჟიმში უნდა ჩატარდეს ექსპერიმენტი, რომ ჩვენი მხრიდან არც ერთი კითხვა არ უნდა დარჩეს“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
სიახლეები
- “როდესაც შენ, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლიდერისგან ქირაობ რეზიდენციას და ამის შემდეგ გამოდიხარ ამ პოლიტიკური პარტიის გულმხურვალე მხარდამჭერად, აქ კითხვები ერთიორად მძაფრდება” - ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩზე
- “საზოგადოებას აქვს სრული უფლება, იცოდეს ყველა დეტალი ამ გარიგების, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი, რომელიც ვხედავთ, რომ გამოირჩევა ოპოზიციის ქომაგობითა და მხარდაჭერით” - შალვა პაპუაშვილი ფიშერის მიერ ხაზარაძის სახლის დაქირავებაზე
- შოვის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა
- ბერძნული სალათა
- “მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, შესაბამის რეგიონებში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების ბრძანება გავეცი” - ტრამპი