"მზაკვრული გეგმა არის დასახული თვეების მანძილზე" - ბაჩალიაშვილის დედა
თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის განცხადებით, 21 და 22 ივლისს თეთრიწყაროში ელექტროენერგია იმიტომ გამოირთო, რომ მანქანის გადატანის და ტყესთან დატოვების მოწმე არავინ ყოფილიყო.
"21 და 22 ივლისს ზუსტად იმიტომ გამოირთო შუქი, რომ დანარჩენ დღეებში მანქანა ისე ყოფილიყო მიყვანილი და დადებული იმ ადგილას, რომ ამის მოწმე არავინ არ ყოფილიყო. ჩემი ეჭვი ის არის, რომ ეს "ჩვეულებრივი მოკვდავის' ჩადენილი, რომ ყოფილიყო აქამდე იქნებოდა გამოძიებული, აქ ძალიან მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან გვაქვს საქმე, რომლებიც ყველანაირად ატერორებენ თეთრიწყაროს რაიონს. ჩვეულებრივი ადამიანი ყველას ვერ დააშინებს, არიან ისეთები, რომლებიც ზუსტად აშინებენ და ქვეყანაში, სადაც მიუწვდებათ ხელი ყველაფერს იყენებენ", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმე სამსახურთან კავშირში არ არის.
"უკვე 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ სამსახურთან კავშირში არ არის, რადგან სამსახურიდან თამარი უკვე წამოსული იყო. ძალიან კარგად არის შესწავლილი თამარის ცხოვრება, თამარის ფსიქოლოგიური ტიპი და ეს მზაკვრული გეგმა არის დასახული თვეების მანძილზე და არა ერთ დღეს, სპონტანურად,"- განაცხადა ბაჩალიაშვილის დედამ.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო