"საქმეში ახალი ფიგურანტები გამოჩნდნენ" - მიხეილ რამიშვილი
ბაჩალიაშვილების ოჯახი და ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინისტროში 7 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
უწყებიდან გამოსვლის შემდეგ მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონში, ყველა სოციალური ქსელის მიმოწერა წაშლილია. ასევე არ იძებნება ლოკაცია.
მისივე თქმით, საქმეში ახალი ფიგურანტებიც გამოჩნდნენ, მაგრამ ვინაობას ადვოკატი არ აკონკრეტებს.
"ყველა სოციალური ქსელიდან აბსოლუტურად წაშლილია ყველაფერი. ბოლო ჩატი What"s up-ში არის 24 ივნისიდან წაშლილი. საჭიროება უკვე ნამდვილად არის რომ FBI-დან, Google-დან, facebook-ის ადმინისტრაციიდან სრულად წამოვიდეს ინფორმაცია, თუ რასთანაა დაკავშირებული. დადგინდება ვის მიერ არის შესრულებული ის პატარა ჩანაწერი, რომელიც გასაჯაროვდა," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო