"ვიღაცას აქვს წვდომა და ეს გადამოწმდება" - თამარ ბაჩალიაშვილის Gmail და Youtube გაიხსნა
გარკვეული დრო 13-დან 18-მდე უცნაურადაა წაშლილი, - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის Gmail-თან ერთად, მის Youtube-ის ანგარიშზეც მოხდა წვდომა, რის გამოც თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ცუდად გახდა.
"დღეს თამუნას Gmail-ი გაიხსნა. მთელ იმ ინფორმაციიდან, რაც ფოსტაში იყო, რაც მოვახერხეთ დეტალურად გავეცანით. არის საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია. არის გარკვეულწილად რაღაც პერიოდები, სადაც დიდი კითხვის ნიშნებია. გარკვეული დრო 13-დან 18-მდე უცნაურადაა წაშლილი. ფოსტაში ძალიან ბევრი მიწერ-მოწერაა ყოველი დღის, მაგრამ 13-დან 18-მდე არანაირი მიწერ-მოწერა, არანაირი შეტყობინებები არაა, რაც გამოძებისთვისაც კითხვის ნიშნებს აჩენს. ვიღაცას აქვს წვდომა და ეს გადამოწმდება. რა ფორმით და როგორ, ამას გამოძიება დაადგენს. ჩვენსა და გამოძიებას შორის იყო პოზიციების სხვაობა, მაგრამ ბოლოს მაინც მივედით იქამდე რომ მკვლელობის ვერსიაზე სერიოზულად არის სამუშაო. Youtube-ზეც მოხდა შესვლა და დედისთვის ისეთი მტკივნეული იყო შვილის ნახვა, რომ თეონა ძალიან ცუდად გახდა და პოლიციის თანამშრომლები, ახალგაზრდა გოგონები, როგორც საკუთარ დედას ისე უვლიდნენ თამარის დედას. არის ძალიან ბევრი რამ იუთუბზე, რამაც ემოციური ფონი დაამძიმა და რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ვინც არ უნდა ეცადოს, ერთი წერტილი და მძიმე არ დააკლდება ამ საქმეს, რომ გაირკვეს სიმართლე," - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა