შაქარაშვილის საქმეში ორი ექსპერტი ჩაერთვება
გიორგი შაქარაშვილის საქმეში ორი ექსპერტი ჩაერთვება, - ამის შესახებ შაქარაშვილის ბიძამ და ოჯახის ადვოკატმა განაცხადა.
მირიან ნიკოლაძის თქმით, დამატებითი ექსპერტიზა დიდი გავლენის მატარებელი იქნება და მასზეა დამოკიდებული, განზრახ მკვლელობის გარდა, სხვა ვერსიების გამორიცხვა.
,,როდესაც საკითხია დასმული გიორგის მიმართ ძალადობაზე, ამას მოჰყვა თუ არა ბავშვის გონების დაკარგვა და შეეძლო თუ არა შემდეგი ქმედებების განხორციელება, სწორედ ამის გამო, ჩაერთვებიან სპეციალისტები, საუბარია, ნევროლოგსა და ნეიროქირურგზე. ორი ექსპერტი უნდა ჩაერთოს. ეს ექსპერტიზა ძალიან დიდი გავლენის მატარებელი იქნება შემდგომ შედეგებზე, სწორედ მასზეა დამოკიდებული სხვა ვერსიების გამორიცხვა. ექსპერტიზის პასუხის შემდეგ ყველა იურიდიული გზა გახსნილი იქნება 109-ე მუხლის წასაყენებლად", - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო