შსს-მ არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით ბიძა და ბაბუა დააკავა
სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული დ.ი. და 1962 წელს დაბადებული ზ.ი. ოჯახში ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
,,გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წელს დაბადებულ ნ.ა.-ზე ბიძა და ბაბუა - დ.ი. და ზ.ი., გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდნენ", - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
სიახლეები
- “ქართველი ხალხისთვის ნათელია, რომ ჩვენ მოსახლეობას ვხვდებით, ხოლო ჩვენი ე.წ. ოპოზიცია დადის” - ირაკლი ზარქუა
- „მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ…“ – 112 საზოგადოებას აფრთხილებს
- თბილისობის აღნიშვნა 3 439 500 ლარი ჯდება
- აქტივისტი ნიკა ნარსია თბილისის აეროპორტში დააკავეს - მას ედავებიან „გზის გადაკეტვას“
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 სექტემბრისთვის