"ეს არის პოლიტიკური დევნა ოლიგარქის მხრიდან" - გიორგი რურუა
ეს არის პოლიტიკური დევნა ოლიგარქის მხრიდან, მიზეზი, თუ რატომ მოვხვდი ხელისუფლების მიზანში, არის "მთავარი არხის" - დამოუკიდებელი ტელევიზიის აქტივის შეძენა, - ამის შესახებ გიორგი რურუამ სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვაში განაცხადა.
მისი თქმით, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და მის წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.
"სამწუხაროდ, მეც და სხვა ნებისმიერი მოქალაქე, ვინც ოლიგარქის წინააღმდეგ გამოვდივართ, პოლიტიკური დევნის მაგალითი ვართ. ჩემ წინააღმდეგ გააყალბეს მტკიცებულებები საბჭოთა პროპაგანდის კლასიკური გაგებით, საბჭოთა პრესის ოფიცრების ხელით, რამიშვილს და მის სამეგობროს ვგულისხმობ. ჩემი წინასწარ დამნაშავედ გამოცხადება, რომელიც ოლიგარქიული ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებიდან ვრცელდება, ჩვენს კონსტიტუციას არღვევს და ეწინააღმდეგება მას. ზუსტად ეს არის პოლიტიკური დევნა ოლიგარქის მხრიდან, მიზეზი, თუ რატომ მოვხვდი ხელისუფლების მიზანში, არის "მთავარი არხის" - დამოუკიდებელი ტელევიზიის აქტივის შეძენა, ასევე ანტისაოკუპაციო მოძრაობის მხარდაჭერა, ასევე მკვეთრად გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულება დღევანდელი მთავრობის მიმართ...
კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ვიტყვი, მე თავს დამნაშავედ არ ვცნობ და ჩემ წინააღმდეგ წამოყენებული ყველა ბრალდება აბსურდულია.
ჩემ გამოსვლას დავამთავრებ სიტყვებით, "არაფერს, რასაც თქვენ აკეთებთ, არ ძალუძს ჩემი დამცირება, ჩემი დამცირება მხოლოდ მე შემიძლია".
თქვენ ის სასამართლო ხართ, რომელსაც წინასწარ გამოტანილი ვერდიქტის დამტკიცება გევალებათ, მეტი სათქმელი არაფერი მაქვს", - განაცხადა რურუამ პროცესზე.
გიორგი რურუას საქმეზე სასამართლო განაჩენს ხვალ, 11:00 საათზე გამოაცხადებს.
სიახლეები
- “ქართველი ხალხისთვის ნათელია, რომ ჩვენ მოსახლეობას ვხვდებით, ხოლო ჩვენი ე.წ. ოპოზიცია დადის” - ირაკლი ზარქუა
- „მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ…“ – 112 საზოგადოებას აფრთხილებს
- თბილისობის აღნიშვნა 3 439 500 ლარი ჯდება
- აქტივისტი ნიკა ნარსია თბილისის აეროპორტში დააკავეს - მას ედავებიან „გზის გადაკეტვას“
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 სექტემბრისთვის