"ჩემი ცხოვრებაც დამთავრდა, როგორც გიორგისი - არცერთ მათგანს არ დავაფარებ ხელს"
მინდა მივმართო გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს და მივუსამძიმრო ეს დიდი ტრაგედია, რაც მოხდა. მეც ნამდვილად გამანადგურა ამ ყველაფერმა. ჩემი ცხოვრებაც დამთავრდა, როგორც გიორგისი, - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთმა მოწმემ ანი გაბეჩავამ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში განაცხადა.
ანი გაბეჩავამ ისაუბრა 18 ივნისს, მის დაბადების დღეზე განვითარებულ მოვლენებზე, სადაც ასევე შაქარაშვილიც იმყოფებოდა. გაბეჩავას განმარტებით, დამნაშავეებს ხელს არ დააფარებს.
„ეს ყველაფერი უშუალოდ მართლა მე მეხება, რადგან ჩემს დაბადების დღეზე მოხდა და ამის შემდეგ მეც ძალიან ცუდად ვარ, ძალიან განვიცდი ამ ამბავს. ეს მინდოდა მეთქვა... იცოდეთ, რომ არცერთი წამით არ მაქვს გულგრილი დამოკიდებულება ამ ამბის მიმართ, არცერთ მათგანს არ დავაფარებ ხელს და არ დავიცავ, ვინც ამ ყველაფერში დამნაშავეა. პირველ რიგში, ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. სრულიად ახალ ეტაპზე გადავდიოდი , ვერც ეროვნულ გამოცდებზე გავედი, მაგრამ ამას აღარ აქვს მნიშვნელობა, რაც მოხდა ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო“, - განაცხადა გაბეჩავამ.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვნეს. ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა დაემატა. საქმეზე 17 პირია დაკავებული.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"