"ტყუილია, თითქოს ნინო გიორგობიანმა „შკოდას“ მარკის ავტომანქანა გაგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად"
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, ტყუილია მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ნინო გიორგობიანმა „შკოდას“ მარკის ავტომანქანა გაგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად.
„ტყუილია, რომ ნინო გიორგობიანმა გელაშვილი „შკოდას“ ფირმის ავტომანქანით გაგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად - ეს გამოძიებით დადასტურებულია და აქ კითხვის ნიშანი აღარ არსებობს. რაც შეეხება ნინო გიორგობიანის კომუნიკაციას ბრეგვაძესთან და მის ოჯახთან, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არც შემთხვევის დღეს, როდესაც ეს ტრაგედია მოხდა და არც შემდგომ, რამდენიმე დღის განმავლობაში, ნინო გიორგობიანს ოჯახთან და იაკობ ბრეგვაძესთნ არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. იაკობ ბრეგვაძე ამ საქმეში არის დაზარალებული და მას მინიჭებული აქვს დაზარალებულის სტატუსი, ვინაიდან, მის მიმართ ძალადობრივი ქმედებები განხორციელდა“,- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
სიახლეები
- "არანაირ პოსტ რევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება" - მიხეილ სააკაშვილი
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს