ღვინოები კავკასიიდან: საქართველო - მევენახეობა-მეღვინეობის აკვანი
შვეიცარიის ყოველდღიურ გერმანულენოვან გაზეთის „ნოიე ციურჰერ ცაიტუნგ“-ის («Neue Zürcher Zeitung») 13 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „ღვინოები კავკასიიდან: საქართველო - მევენახეობა-მეღვინეობის აკვანი“ (ავტორი - პიტერ კელერი).
„საქართველოში ღვინის დამზადების კულტურა თითქმის 8 ათას წელს ითვლის. აქაურ მოსახლეობას, წინაპრების ტრადიციების მიხედვით, ღვინის დაყენების თავისებური წესები აქვთ.“, - წერს ავტორი და იმოწმებს ქვევრებს - „თიხის დიდ ამფორებს“, რომლებშიც ჩასხმული ყურძნის თეთრი და წითელი წვენი ფერმენტაციას განიცდის და ღვინოდ იქცევა. „ქვევრების წარმოებას საქართველოში უძველესი დროიდანვე მისდევენ და ეს ხელობა დღემდე შენარჩუნებულია. ამას არქეოლოგიური გათხრებიც ამტკიცებს“, - ნათქვამია სტატიაში.
„ქართული ღვინოები შვეიცარიაში პრაქტიკულად ჯერ კიდევ არ არიან კარგად ცნობილი. ისინი საკმაოდ განსხვავდებიან ევროპის ქვეყნების ღვინოებისგან. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ვაზის სხვადასხვა ავტოხთონური ჯიშები ხარობს: სულ კავკასიის ამ ქვეყნაში ვაზის 500-მდე ჯიშია ცნობილი, მათ შორის ცნობილი „საფერავი“ - იტალიური „სანჯოვეზეს“ მსგავსი“, - აღნიშნავს ავტორი.
სტატიაში დახასიათებულია ქართული ღვინის ორი სახეობა - „ქვევრის საფერავი“ 2027 წლის მოსავლიდან და „ქვევრის ხიხვი“ – 2018 წლის მოსავლიდან. მითითებულია ისიც, რომ ამ ღვინოებს ქართული სამზარეულოს აზიური წარმოშობის კერძები მოუხდება მისაყოლებლად.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: https://bellevue.nzz.ch/kochen-geniessen/georgien-jahrtausende-alte-weintradition-ld.1560553
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"