ნიკოლოზ ბასილაშვილს გირაო შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა.
ბასილაშვილს 100 000 ლარის გადახდა მოუწევს.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ბასილაშვილს უახლოეს პერიოდში გაათავისუფლებენ. მისი თქმით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.
„დანაშაულს არ აღიარებს, გამომდინარე იქიდან, რომ მას არაფერი ჩაუდენია და მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს, მას შეეფარდა გირაო“,- განაცხადა ჭკადუა.
საქმის პროკურორის ინფორმაციით, ბასილაშვილს გადახდის ვადად 30 დღე დაუწესდა.
მისივე ცნობით, პროცესი სასამართლოში გრძლედება და წინა სასამართლო სხდომა 16 ივლისს ჩაინიშნა. ბრალდების მხარე მტკიცებულებების შინაარსზე არ საუბრობს.
საქართველოს პროკურატურა კი დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
შეგახსენებთ, საქართველოს პირველი და მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მისი არასრუწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეზე ძალადობისთვის დააკავეს.
სიახლეები
- 2025 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსის (GII) რეიტინგში, საქართველო კვლავ დაწინაურდა
- “პოლიტიკაში არ არის ისეთი პოლიტიკური პარტიების ადგილი, რომლებიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებენ და აგენტები არიან” - კახა კალაძე
- შოკოლადის პუდინგი
- “შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია” - გარემოს ეროვნული სააგენტო
- “ყველა მომღერალს არ აქვს, როგორც ჩანს, მყარი ფსიქიკა და, როცა უკვე ვეღარ მღერიან, ფსიქოლოგის სერვისს საჭიროებენ” - თეა წულუკიანი პაატა ბურჭულაძეზე