ბათუმში სპეცოპერაციის დროს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს
ბათუმში, ახალგაზრდობის გამზირზე სპეცოპერაცია სამ საათზე მეტია მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, საქმე ნარკოდანაშაულს ეხება.
როგორც ცნობილია, დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე. ისინი თავს საცხოვრებელ კორპუსს აფარებდნენ.
ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და მობილიზებულია სპეცრაზმი. მიმდინარეობს დაკავებულების საცხოვრებელი სახლისა და კუთვნილი ავტომობილის ჩხრეკა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. საქმის სხვა დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.
სიახლეები
- 2025 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსის (GII) რეიტინგში, საქართველო კვლავ დაწინაურდა
- “პოლიტიკაში არ არის ისეთი პოლიტიკური პარტიების ადგილი, რომლებიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებენ და აგენტები არიან” - კახა კალაძე
- შოკოლადის პუდინგი
- “შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია” - გარემოს ეროვნული სააგენტო
- “ყველა მომღერალს არ აქვს, როგორც ჩანს, მყარი ფსიქიკა და, როცა უკვე ვეღარ მღერიან, ფსიქოლოგის სერვისს საჭიროებენ” - თეა წულუკიანი პაატა ბურჭულაძეზე