პოლიციამ ხაშურში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული მ.ლ., ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხაშურში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს - 1995 წელს დაბადებულ ს.ჩ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდისა და მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
პოლიციის მისვლამდე, ბრალდებული შეაჩერა და განაიარაღა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, უმცროსმა ინსპექტორმა ალექსი ტაბატაძემ, რომელიც არასამუშაო დროს ქალაქ ხაშურში იმყოფებოდა და მომხდარ ფაქტს შეესწრო.
სამართალდამცველებმა მ.ლ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
სიახლეები
- დანიის ზოოპარკი მტაცებლების გამოსაკვებად არასასურველ შინაურ ცხოველებს ითხოვს
- “უკვე დადასტურდა საერთაშორისო, საშინაო, ადამიანურ, დიპლომატიურ, ნებისმიერ დონეზე მამუკა ხაზარაძის თაღლითობა” - შალვა პაპუაშვილი
- დრონებით შეტევის შედეგად რიაზანის ქარხანამ ნავთობის გადამუშავება გაანახევრა
- “ჯუანშერ ბურჭულაძე და სხვა დასაკავებელ-დასაჭერები, ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის გაკეთებას სთხოვენ” - ლევან ხაბეიშვილი
- აშშ-მა და NATO-მ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი მექანიზმი აამოქმედეს