რა ცვლილებებია ქუთაისსა და ფოთში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ქუთაისსა და ფოთში, მარშრუტების ცვლილება განხორციელდა.
ქუთაისში – სატრანსპორტო საშუალების „B“ და „BE“ კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი ოთხივე მარშრუტი ჩანაცვლდა ახალი მარშრუტებით;
ფოთში – სატრანსპორტო საშუალების „B“ და „BE“ კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპს დაემატა ოთხი ახალი მარშრუტი, ხოლო „C“ კატეგორიას, ასევე „C1“ და „D1“ ქვეკატეგორიებს ერთი ახალი მარშრუტი.
მარშრუტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე – https://shorturl.at/mAkkE
სიახლეები
- კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ქალი მოკლა
- 2-წლიანი დაკავება და მუდმივი აკრძალვა – ევროკავშირმა მიგრანტების დეპორტაციის ახალი წესები დაამტკიცა
- გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დემეტრე ჩიქოვანს 9,9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- რუსთავში, მდინარე მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს
- რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა