ამ გვერდის ამობედვა

სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში მოწყობილი დამხმარე ნაგებობიდან და სპეციალური სამალავიდან, ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, მჭიდები, ხელყუმბარა და სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 212 ვაზნა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წაკითხვა 300 ჯერ

სიახლეები