გარდაბანში ქმარმა ცოლი მოკლა
გარდაბანში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცივი იარაღის გამოყენებით მეუღლე მოკლა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
უწყების ცნობით, მამაკაცი პოლიციას ჩაბარდა და აღიარებითი ჩვენება მისცა.
როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი