სუს-მა თურქეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ერთი და საქართველოს მოქალაქეობის მქონე სამი ადამიანი გამოავლინა, რომლებიც ყალბ დოკუმენტაციას ამზადებდნენ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ფარგლებში, გამოვლინდა თურქეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ერთი და საქართველოს მოქალაქეობის მქონე სამი ადამიანი, რომლებიც ყალბ დოკუმენტაციას ამზადებდნენ.
სუს-ის ცნობით, ბრალდებულებმა თურქეთის თექვსმეტ მოქალაქეს, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარსადგენი ყალბი დოკუმენტები დაუმზადეს.
,,გამოძიებით დადგინდა, რომ კონკრეტულ კომპანიებთან სხვადასხვა ფორმით დაკავშირებული პირები – ბუღალტერი, თარჯიმანი და სხვა პოზიციაზე მომუშავეები, სარგებლობდნენ კომპანიის დირექტორების პირადი მონაცემებით და ხელმძღვანელებისგან ფარულად, მათი სახელით, თურქეთის მოქალაქეებს უფორმებდნენ ყალბ შრომით ხელშეკრულებებს, თითქოსდა ეს ადამიანები ამ კომპანიებში გარკვეულ თანამდებობებზე მუშაობდნენ.
ოთხივე პირს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით”, – წერია ინფორმაციაში.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს