შიმშილობა დაიწყო საპროტესტო აქციების მონაწილემ, პოლიციის მიერ დაკავებულმა აზა ჩილაჩავამ - ადვოკატი
შიმშილობა დაიწყო რუსეთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების მონაწილემ, 71 წლის აზა ჩილაჩავამ. აფხაზეთიდან დევნილი ქალი პოლიციამ 2 ნოემბერს დააკავა, აქციის მონაწილეების მიერ ისევ გადაკეტილი რუსთაველის გამზირის გახსნის შემდეგ.
„დაიწყო შიმშილობა, ბევრი თხოვნის მიუხედავად აზრი ვერ შევაცვლევინეთ (შიმშილობა წყლის გარეშე)”, - დაწერა სოციალურ ქსელ ფეისბუკში ადვოკატმა მარიკა არევაძემ მას შემდეგ, რაც გასულ ღამით აზა ჩილაჩავა იზოლატორში გადაიყვანეს.
აზა ჩილაჩავა სასამართლომ სამართალდამრღვევად ერთხელ უკვე ცნო. პოლიციამ ჩილაჩავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი 19 ოქტომბერს შეუდგინა, აქციაზე პირბადით ყოფნის გამო.
22 ოქტომბერს სასამართლომ აზა ჩილაჩავა სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ" 2025 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში მიიღო და აამოქმედა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები, პოლიციამ თბილისში დააკავა საპროტესტო აქციების ათეულობით მონაწილე. მხოლოდ 27-31 ოქტომბრის პერიოდში - 29.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო