საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ლიკა ბასილაია-შავგულიძე დააკავეს
სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ლიკა ბასილაია-შავგულიძე დააკავეს.
ლიკა ბასილაია-შავგულიძე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
დაახლოებით 20:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილემ საავტომობილო გზა გადაკეტა. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით აქციის 20-მდე მონაწილე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა ის პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ გზის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობაში.
ლიკა ბასილაია-შავგულიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად 2022 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით აირჩიეს.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო