71 წლის აზა ჩილაჩავას, რომელსაც აქციაზე სახის დაფარვას ედავებოდნენ, სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა
გაგრიდან დევნილი, 71 წლის აზა ჩილაჩავა, რომელსაც შსს სახის დაფარვას ედავებოდა, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
ქოჩქიანმა ჩილაჩავას სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.
აღნიშნულის მიზეზი თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია გახდა, ვინაიდან უწყება ჩილაჩავას მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას არ ითხოვდა.
პროცესს აზა ჩილაჩავა არ ესწრებოდა. როგორც მისმა ადვოკატმა მარიამ პატარიძემ განაცხადა, მან მოსამართლის სხდომის მდივნისგან სხდომის გადადების შესახებ ინფორმაცია მიიღო, თუმცა პროცესი მათ გარეშე ჩატარდა, ჩილაჩავას კი ადვოკატი საზოგადოებრივი წესით დაენიშნა.
აზა ჩილაჩავას 19 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე სახის დაფარვას ედავებოდნენ.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს