ვახო სანაიას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ტელეწამყვანი, ვახო სანაია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე, მანუჩარ ცაცუას გადაწყვეტილებით, მას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრა.
„რაღაცას მედავება ეს ხალხი მაშინ, როდესაც მათმა რეჟიმმა კონსტიტუცია დახია, ხალხი ცემა, პოლიტპატიმრები ჰყავს, ქვეყნის საგარეო კურსი შეცვალა. ყველა კანონი დარღვეულია, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება. ჩემი ვალდებულებაა, იქ ვიყო, სადაც ხალხი, რომელიც ერთი წელია იბრძვის. ეს კი ვერ იქნება ხელოვნური. დარწმუნებული ვარ, ეს ბრძოლა დამთავრდება ჩვენი გამარჯვებით. ეს ადამიანები [შსს წარმომადგენლები], რომლებსაც ჰგონიათ, რომ რეჟიმიდან რეჟიმში გადავლენ, რეჟიმის დამხობის შემდეგ, ეს ხალხი აქ ვერ იქნება“,- განაცხადა ვახო სანაიამ პროცესზე.
ცნობისთვის, ვახო სანაიას შინაგან საქმეთა სამინისტრო, 18 ოქტომბრის საღამოს საათებში, რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.
შსს-ს ინფორმაციით, 18 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ფარგლებში ადმინისტრაციული წესით 14 პირი დააკავეს, ხოლო 13 პირის მიმართ საქმის წარმოება მიმდინარეობს. შსს-ს თანახმად, აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა. უწყებაში განმარტავენ, რომ “მიუხედავად პოლიციის მიერ გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებისა, არ შეეფერხებინათ სატრანსპორტო მოძრაობა, აქციის მონაწილეები პოლიციას არ დაემორჩილნენ და გააგრძელეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება. ასევე, დემონსტრანტების ნაწილს ჰქონდა შენიღბული სახე, რაც, ასევე, კანონდარღვევას წარმოადგენს”.
სიახლეები
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს