დაკავებულია კუდ-ის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ დაკავებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) ყოფილი უფროსი, რუსლან შამახია.
შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს 236-ე მუხლით, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
უკავშირდება თუ არა შამახიას დაკავება 4 ოქტომბრის აქციას, ამის შესახებ დამატებითი განმარტებები უწყებაში არ გაუკეთებიათ.
შს სამინისტრო რუსლან შამახიას საქმიანობით 2021 წლის ადგილობრივია არჩევნების დროსაც დაინტერესდა, როცა კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი გამოკითხვაზე დაიბარეს, ის კი გაჩხრიკეს და მისი კუთვნილი იარაღი წაიღეს. მაშინ ითქვა, რომ რუსლან შამახიას, როგორც თადარიგის ოფიცერს, ჰქონდა იარაღის შენახვა-ტარების უფლება, პოლიციის მიერ ამოღებული იარაღი კი სწორედ მის სახელზე იყო რეგისტრირებული.
შსს-ს ცნობით, 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დაკავებული არიან: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე