გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარასა და იმერეთში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარასა და იმერეთში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ერდვათსა და ინწკვირეთში, ასევე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ადაძეებში, მოქალაქეებს დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქროები საცხოვრებელი სახლების ტერიტორიაზე ჰქონდათ მოწყობილი. ერთ-ერთი საამქროს მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია წიწვოვანი სახეობის 21 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქასრიაში კი, მოქალაქეს, საკარმიდამო ნაკვეთში, ლენტური და ცირკული სახერხი დანადგარები ჰქონდა უკანონოდ დამონტაჟებული. სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო კაკლის სახეობის 16 და წიფლის სახეობის 37 ერთეული მორი.
ვინაიდან ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს