პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოსა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავეს და ერთი არასრულწლოვანი ამხილეს.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული არიან: 2001 წელს დაბადებული ჩ.ა., 2003 წელს დაბადებული დ.შ., წარსულში ნასამართლევი პირები: 2002 წელს დაბადებული ნ.ც., უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2001 წელს დაბადებული ო.ა. 2000 წელს დაბადებული ე.ბ., 2003 წელს დაბადებული კ.ე., ხოლო მხილებულია 2008 წელს დაბადებული დ.კ. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“, „გამომშრალი მარიხუანა“, „მეთადონი“ და „სუბოტექსტი“. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის პარკები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა, მუხლებით მიმდინარეობს.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს