შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1978 წელს დაბადებული ნ.გ., 1989 წელს დაბადებული ო. ქ. და 1998 წელს დაბადებული ო.თ. დააკავეს.
დაკავებული ო.ქ. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებებით ვაჭრობის ბრალდებით, ხოლო ნ.გ. ძალის გამოყენებით ან მოტყუებით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ.
რაც შეეხება ო.თ. – ს, მას თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები, ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებებით ვაჭრობის ან მიწოდების, სხეულის დაზიანების, ცილისწამებისა და ნივთის ქურდობის ბრალდებით ეძებდნენ.
დაკავებულებმა, საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთეს, ვიდრე მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ო.ქ. თბილისში, ხოლო ნ.გ. და ო.თ. ბათუმში დააკავეს.
ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს