“მოქალაქეს, რომელსაც თბილისის მერიისგან სამშენებლო ნებართვის მიღება სურდა, სუს-ის მაღალი თანამდებობის პირებად გაეცნენ” – ორ პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელსაც თბილისის მერიისგან სამშენებლო ნებართვის მიღება სურდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალი თანამდებობის პირებად გაეცნენ და მოქალაქე დაარწმუნეს, რომ ვითომდა მათი თანამდებობრივი გავლენების გამოყენებით თბილისის მერიისგან მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვის მიღებაში დაეხმარებოდნენ, რაშიც 70 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს.
“მოთხოვნილი თანხის ნაწილის აღებისთანავე, საგამოძიებო უწყებამ ორივე ბრალდებული ადგილზე დააკავა.
დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ორივე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა”, – წერია ინფორმაციაში.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე