პოლიციამ დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 37 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო სამი დღის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 37 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
,,პოლიციამ კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე ნაგებობებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ათეულობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს”,- წერია ინფორმაციაში.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს