ამ გვერდის ამობედვა

“გამოართვა თანხა და სცადა, მოტყუებით დაუფლებოდა 1800 ლარს” – სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი შქმერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ერთ პირს დაჰპირდა, რომ თითქოს, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ტყის ფონდის ტერიტორიიდან, ყოველგვარი ნებართვის გარეშე გამოატანინებდა წიაღისეულს – 180 ტომარა ტორფს.

 

“სანაცვლოდ, მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ პირს 15 აგვისტოს გამოართვა თანხა და სცადა, მოტყუებით დაუფლებოდა 1800 ლარს.

 

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობის მცდელობა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ ჯარიმას ან 6-დან 9 წლამდე თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – წერია ინფორმაციაში.

წაკითხვა 94 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 17 2025

სიახლეები