ამ გვერდის ამობედვა

"ავტომობილით გადაადგილებისას საპირისპირო ზოლში გადავიდა, მეორე ავტომობილს შეეჯახა და..." - თბილისში მამაკაცი დაჭრეს, დაკავებულია 2 პირი: დანაშაულის დეტალები

თბი­ლის­ში მა­მა­კა­ცი დაჭ­რეს. რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ჩა­უ­ტარ­და.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, სა­პი­რის­პი­რო ზოლ­ში მოძ­რავ ავ­ტო­მო­ბილს და­ე­ჯა­ხა, მძღოლ­თან სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა კი ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლის მე­ო­რე მგზავ­რმა, რო­მე­ლიც ასე­ვე ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მე­ო­რე ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი ცივი ია­რა­ღით დაჭ­რა.

 

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, პო­ლი­ცი­ამ ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე 2 პირი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა.

 

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის და ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით 2 პირი: 2005 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.კ. და 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.კ. და­ა­კა­ვეს.

 

და­ნა­შა­უ­ლი 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

 

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყო­ფი ნ.კ. ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას, მოძ­რა­ო­ბის სა­პი­რის­პი­რო ზოლ­ში გა­და­ვი­და და მე­ო­რე ავ­ტო­მო­ბილს შე­ე­ჯა­ხა.

 

შე­ჯა­ხე­ბის შემ­დგომ, აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნის მგზავრს, 1986 წელს და­ბა­დე­ბულ ა.მ.-ს და ნ.კ.-ს სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­ვი­დათ, რო­მე­ლიც ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და.

 

ნ.კ.-ს და­სახ­მა­რებ­ლად კონ­ფლიქ­ტში ჩა­ერ­თო მისი ძმა, ლ.კ., რო­მე­ლიც ასე­ვე ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და თან­ნა­ქო­ნი ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით ა.მ. დაჭ­რა.

 

დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ჩა­უ­ტარ­და.

 

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ლ.კ. ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის, ხოლო ნ.კ. ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღეს. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე და 126-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს”,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

წაკითხვა 87 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 21 2025

სიახლეები