ამ გვერდის ამობედვა

ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე თურქეთის ორი მოქალაქეა დაკავებული

18 ივლისს, ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი ადამიანი დააკავეს - 2003 წელსა და 1998 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქეები.

22 წლის კაცს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარება. 

 

ხოლო მეორე ადამიანი დაკავებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისა და საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით.

 

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, "გამოძიებით დგინდება, რომ 22 წლის კაცმა ბათუმში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მყოფ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 1976 წელს დაბადებულ ჰ.თ.-ს თურქეთში, დანაშაულებრივ მხარეებს შორის დაწყებული შესაძლო დაპირისპირების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა".

 

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულს შეესწრო მკვლელობაში ბრალდებულის თანხმლები კაცი, თუმცა მან მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 236-ე, 376-ე და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს.

წაკითხვა 345 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 19 2025

სიახლეები