არასრულწლოვანის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით არასრულწლოვანები დააკავეს
10 წლამდე პატიმრობა ემუქრება 9 პირს, რომლებიც არასრუწლოვანის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დააკავეს. მათ შორის, სულ მცირე, ექვსი არასრუწლოვანია. დაკავებულთაგან ყველაზე პატარა 14 წლისაა, ყველაზე დიდი კი - 30 წლის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ ფიზიკურად იძალადეს დაზარალებულზე და ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, არასრულწლოვანმა მ.ხ.-მ, ასევე არასრულწლოვანი ა.ხ. მოტყუებით წაიყვანა თბილისში, ერთ-ერთ მეტროსადგურთან ახლოს მდებარე მიტოვებულ შენობაში, სადაც ა.ხ.-ს სხვა ბრალდებული პირები დახვდნენ“, - აცხადებენ შსს-ში.
„მათ განხორციელებული ძალადობის, ფიზიკური და ფსიქიკური იძულების და ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო მობილური ტელეფონით გადაიღეს“, - წერია პრესსამსახურის გავრცელებულ ცნობაში.
ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, „მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ცივი და პნევმატური იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს“.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს