“დღეს დილით, გამთენიისას თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დავაკავეთ ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 18 პირი” - გეკა გელაძე
დღეს დილით, გამთენიისას თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დავაკავეთ ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 18 პირი, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ბრიფინგზე.
„საზოგადოებას მინდა მივაწოდო ინფორმაცია ჩვენ მიერ ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შესახებ – დღეს დილით, გამთენიისას თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დავაკავეთ ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 18 პირი, რომელთაგან ნაწილს ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია, ხოლო ნაწილს კი უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად.
მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისათვის დაკავებული პირები, სისტემატურად აორგანიზებდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას – მათ შორის, სხვადასხვა ლოკაციაზე ნარკოტიკული საშუალებების განთავსებას და შესაბამისი შეტყობინებების გადაცემას, ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებზე; ასევე, ხორციელდებოდა ნარკოტიკების რეალიზაცია ე.წ. ხელიდან ხელში გადაცემისა, თუ სხვა მეთოდებით.
პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ჩვენი თანამშრომლების მიერ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჩვენ მიერ, ნივთმტკიცებად, ასევე ამოღებულია დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა – ამის დასტურია ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელმაც მნიშვნელოვნად გაამკაცრა სასჯელი ნარკოტიკების რეალიზაციისთვის. შესაბამისად, ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სრული შემადგენლობით გავაგრძელებთ ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ, კანონით განსაზღვრული მკაცრი ზომების გატარებას“, – აღნიშნა მინისტრმა.
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს