ზურა ჯაფარიძეს 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ზურა ჯაფარიძეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა „ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო. სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 23 ივნისს გამოცხადდა.
დამატებით, ზურა ჯაფარიძეს აუკრძალეს მომდევნო ორი წლის განმავლობაში თანამდებობის დაკავება.
პოლიტიკოსი 22 მაისს დააკავეს, 7-თვიანი ვადა კი 2025 წლის 22 დეკემბერს ამოიწურება, როცა საქართველოში უკვე ჩატარებული იქნება თვითმმართველობის არჩევნები.
არც განაჩენის გამოცხადებას და არც წინა სხდომას არ ესწრებოდა ბრალდებული ზურა ჯაფარიძე. ჯვებე ნაჭყებიამ გადაწყვეტილება 150-კაციან დარბაზში გამოაცხადა, თუმცა განაჩენის გამოცხადებას მხოლოდ პროკურორი, ადვოკატი და მედია ესწრებოდა.
როგორც მისმა ადვოკატმა, ქეთი ჩომახაშვილმა 17 ივნისს თქვა, მიზეზი ის იყო, რომ ის არ ენდობა ამ მოსამართლეს, რადგან სწორედ ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით დააკავეს მისი თანაგუნდელი ნიკა გვარამია.
„არ აქვს ობიექტური განაჩენის მოლოდინი“, - უთხრა ადვოკატმა მოსამართლეს.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე