პოლიციელ მირიან ქავთარაძის სიტყვიერ შეურაცხყოფაში ბრალდებულ თორნიკე სხვიტარიძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ანი ქავთარაძეს კი 5000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელ მირიან ქავთარაძისთვის სიტყვიერ შეურაცხყოფაში ბრალდებული თორნიკე სხვიტარიძე სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხოლო, ამავე საქმეზე ბრალდებულ ანი ქავთარაძეს 5000- ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
მოსამართლის გადაწყვეტილებამ სასამართლო პროცესზე დამსწრეების გაღიზიანება გამოიწვია.
აღნიშნულით სასამართლომ შსს-ს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე კი, ორივე პირის მიმართ სამართალწარმოების შეწყვეტას ითხოვდა. ადვოკატის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება დაცულია და დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრი გამოხატვის გამო. ადვოკატის განმარტებით, ამ შემთხვევაში, ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებას, თუმცა აღნიშნულ საქმეში უტყუარი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. მისი თქმით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას არც თორნიკე სხციტარიძის და არც ანი ქავთარაძის მხრიდან.
შეგახსენებთ, თორნიკე სხვიტარიძეს და ანი ქავთარაძეს ედავებიან იმას, რომ მათ მირიან ქავთარაძეს მიმართეს შემდეგი სიტყვებით: „მონა“, „ქავთარაძეების გვარის სირცხვილი“.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თორნიკე სხვიტარიძეს, ასევე ანი ქავთარაძეს პოლიციელ მირიან ქავთარაძისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173-ე მუხლით.
სიახლეები
- “"ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით რას ნიშნავს როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ” - ლონდა თოლორაია
- 4 000 ლარით დააჯარიმეს ბაია პატარაია ფეისბუკ-სტატუსის გამო
- “ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა” - “საქართველოსთვის”
- ,,სიძემ სიმამრი მოკლა” – რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე
- კარტოფილის ღვეზელი