დუშეთში ჩინეთის 14 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დუშეთში ერთ-ერთ სასტუმროში, სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი, რომელშიც ჩინეთის 14 მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, ისინი საქართველოში უკანონოდ იმყოფებოდნენ.
გამოძიება, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო.
,,პოლიციამ ადგილზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ათეულობით მობილური ტელეფონი და პერსონალური კომპიუტერი, რომელთა მეშვეობითაც სავარაუდოდ უკანონო ფინანსური საქმიანობა ხორციელდებოდა, ნივთმტკიცებად ამოიღო", - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიგრაციის დეპარტამენტმა დაკავებულების საქართველოდან გაძევების პროცედურები დაიწყო, მანამდე ისინი მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში იქნებიან.
შსს-ს თანახმად, ,,იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ სასტუმროში, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე, ცოტა ხნით ადრე იყო ხანძარი, რომელიც პოლიციის მისვლის დროს, უკვე ლიკვიდირებული იყო, სასტუმროში მყოფმა სხვა პირებმა ტერიტორია დატოვეს".
საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში ჩართული პირების, ასევე მათი ხელმძღვანელების გამოვლენისა და დაკავების მიზნით.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე