სასამართლომ ქუთაისში გამართული აქციის მონაწილეები 5000 ლარით დააჯარიმა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცხრა პირი, რომლებმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, მალხაზ ოქროპირაშვილის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ აქცია გამართეს, 5000 ლარით დააჯარიმა.
გელა მთივლიშვილს, ნინო ქათამაძეს, ვლადიმერ აფხაზავას, ხვიჩა ვაშაყმაძეს, ქეთევან ფილაურს, მაია ცირამუას, ირინა ზარანდიას, გივი ცინცაძესა და ეკა კუხალაშვილს გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში ათი დღის ვადაში შეუძლიათ.
ცხრავე მათგანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე 1 პრიმა მუხლს ედავებოდნენ.
შეგახსენებთ, აღნიშნულმა პირებმა აქცია გამართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, მალხაზ ოქროპირაშვილის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვინაიდან მოსამართლემ განხილვაში არ მიიღო მზია ამაღლობელის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი