სასამართლომ მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს და „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილსა და „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს, ვახტანგ ლონდარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სხდომაზე გიგა გიგაშვილის ადვოკატი თავისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ალტერნატივის სახით კი 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. აღკვეთის სახით 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა ვახტანგ ლონდარიძის ადვოკატმა.
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა, პატიმრობა დააკმაყოფილა. საქმის პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, არსებობს ფორმალური საფრთხეები, რასაც მხოლოდ პატიმრობა უზრუნველყოფს.
მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებისა და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ბრალდება წარუდგინა. ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -„გრინსერვის +”-ს, „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და „მშენექსპერტს“.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 24 აპრილს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
სიახლეები
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა