"ძალიან გახარებული ვარ იმ ფაქტით, რომ დადგა სამართლიანი გადაწყვეტილება" - ნიკოლოზ ბასილაშვილი
მე ველოდი სამართლიან გადაწყვეტილებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ამიტომ ძალიან გახარებული ვარ იმ ფაქტით, რომ დადგა სამართლიანი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ნიკოლოზ ბასილაშვილმა აღნიშნა, საჯაროდ არ სურს ნეგატიური საუბარი.
„ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა, დავიწყო შვილთან ურთიერთობების თავიდან აღდგენა, გაციებული ურთიერთობების გამოსწორება და პირველ რიგში ჩემი ნაბიჯი იქნება ეს. მე, როგორც თავიდან, საქმის დაწყებიდან აღვნიშნე, არ მინდა, საჯაროდ რაღაც ნეგატიური განცხადებების გაკეთება. ყველა შემთხვევაში ის არის ლუკასის დედა, ამიტომ ჩემთვის ბავშვი არის აბსოლუტურად მთავარი. არ მინდა, ჩემს პირადზე ვისაუბრო, ცოტა გადავხარშავ, დავლაგდები და განვიხილავ.
მე ველოდი სამართლიან გადაწყვეტილებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ძალიან გახარებული ვარ იმ ფაქტით, რომ დადგა სამართლიანი გადაწყვეტილება. ვნერვიულობდი, ზოგადად, ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე მე ჩემს ცხოვრებაში. მით უმეტეს, ჩემი ხმა სატელევიზიო სივრცეში ძალიან არასწორად იყო გაშვებული, ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე. ეს შინაარსი არ ემსახურებოდა სიმართლეს, ამიტომ თვითონ ეს მომენტი, ამდენი ცრუ ბრალდება ჩემთვის ძალიან რთული ასატანი იყო. ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა. ჩემთვის ახლა მთავარი არის ბავშვთან ურთიერთობის აღდგენა და შემდეგ პროფესიონალური კარიერის გაგრძელება", - განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე