"მოტივი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მისი შვილი 6 თვიდან გულის მანკითაა დაავადებული"
ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმისთვის დაკავებული გრიგოლ ნარსიას ადვოკატი, ციცინო მამულაშვილი აცხადებს, რომ დაწესებულებაში შეჭრის მოტივი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო.
„მოტივი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მისი შვილი 6 თვიდან გულის მანკითაა დაავადებული, შუნტირება აქვს გაკეთებული და ყოველ წელიწადს, ჟვანიას კლინიკაში გადიოდა რეაბილიტაციურ მკურნალობას. ამისთვის არ მქონდა თანხაო. ამბობს, მძევლების აყვანა გამიზნული ნამდვილად არ მქონდაო, როცა შევედი ბანკში, გავისროლე და რაც სალაროსთან ჰქონდათ, იმ თანხის წაღება და წასვლა მინდოდაო. ასაფეთქებელი მოწყობილობა ნამდვილად არ ყოფილა. ის ბუტაფორია, გაკეთებული იყო, აღწერა კიდეც, რა შემადგენლობა იყო შიგნით. მხოლოდ იმის გამო [მქონდა], რომ შეშინებოდათო“, - აცხადებს ადვოკატი.
ნარსიას უფლებების დამცველები აცხადებენ, რომ მას სახეზე დაზიანებები აღენიშნება, თუმცა, თავად დაკავებულის განცხადების საფუძველზე, განმარტავენ, რომ დაზიანებები უშუალოდ დაკავების დროს მიიღო.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი