"ევროპის მოტაცება ვერ შედგა, ვერ შედგა პუტინი, როგორც ზევსი"
სრულიად გასაგები გახდა, რომ ევროპის მოტაცება ვერ შედგა, პუტინი დამარცხდა -ვერ შედგა პუტინი, როგორც ზევსი, ის უკვე ცუდი ბიჭი არ არის, „ჩმორია“, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასამართლო სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც გვარამია განმარტავს, პუტინი იყო ცუდი ბიჭი ხუთოსნებს შორის.
„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რომ პრაქტიკულად სრულიად გასაგები გახდა, რომ ევროპის მოტაცება ვერ შედგა, პუტინი დამარცხდა რასაც ვულოცავ ჩემს თავს, მთელ საქართველოს და ჩემ შვილებს. დროის საკითხია, რომ მომავალ წელს ამ დროს უკრაინა გაეროს მიერ აღაირებულ ფარგლებში იქნება ყირიმის გამოკლებით. სრულიად აღმაფრთხოვანებელია ზელენსკის განცხადებები, არცერთი შეცდომა ამ ქვეყანას და მის პრეზიდენტს არ დაუშვია.
ევროპის მოტაცება ვერ შედგა, ვერ შედგა პუტინი, როგორც ზევსი. ეს კაცი აღარ არსებობს იმ ძალმოსილებით, როგორითაც არსებობდა ათეულობით წლები. პუტინი იყო ცუდი ბიჭი ხუთოსნებს შორის, იცით, რომ ხუთოსნებს შორის ცუდი ბიჭები ყოველთვის უფრო ძლევამოსილად გამოყურებიან. ახლა ის გადავიდა ცუდი ბიჭების ლიგაში და ის უკვე ცუდი ბიჭი არ არის, „ჩმორია“,- აღნიშნავს ნიკა გვარამია.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"