"ეს დოკუმენტები ადასტურებენ, რომ რაშისტულ ოცნებას, არჩევნების მოპარვის გზით აქვს მიტაცებული ხელისუფლება"
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ციხიდან ISFED-თან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს.
გოგაშვილის თქმით, ISFED და TI დამოუკიდებელი, ავტორიტეტული და დიდი გამოცდილების მქონე ორგანიზაციებია, რომელთაც მან, დაახლოებით ერთი წლის წინ საქართველოში არჩევნების ტოტალური გაყალბების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
მისი განცხადებით, ISFED-ის დისკრიმინაციული დაბლოკვით და მსგავსი ქმედებებით, რასაც „რაშისტული ოცნება“ ახორციელებს, საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროატლანტიკურ მიზანს, პროგრესსა და განვითარებას და სამაგიეროდ, უფრო მეტად აახლოებს რუსეთთან და უპერსპექტივობასთან.
„ყველა ეს ნაბიჯი, რასაც დღეს კოლაბორანტი ოცნება დგამს, არის ანტიკონსტიტუციური, ანტიეროვნული და ეწინააღდეგება ქართველი ხალხის ურმავლესობის ნებას. ISFED და TI არიან დამოუკიდებელი, ავტორიტეტული და დიდი გამოცდილების მქონე ორგანიზაციები. თითქმის ერთი წლის წინ მე არ ორგანიზაციებს გადავეცი ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში არჩევნების ტოტალური გაყალბების შესახებ. ბუნებრივია, თანდართული მტკიცებულებებითა და ფაქტებით. რამოდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ, მათ დაადასტურეს ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, გადაამოწმეს შესაბამისი მტკიცებულებები და გამოაქვეყნეს ანგარიშის სახით.
ფაქტობრივად, ეს დოკუმენტები ადასტურებენ, რომ რაშისტულ ოცნებას, არჩევნების მოპარვის გზით აქვს მიტაცებული ხელისუფლება, ანუ მათ არ აქვთ ლეგიტიმაცია, რასაც წესით, არჩევნებზე ანიჭებს ხალხი ხმის მიცემით. მინდა დაგარწმუნოთ, რომ არანაირი აზრი არ აქვს რაშისტულ ოცნებასთან ერთად რაიმე სამუშაო პროცესში ჩართვას, ეს დროის ფუჭი კარგვაა. ეს მხოლოდ მათ აწყობთ, რათა გაიხანგრძლივონ მოპარული ძალაუფლებით სარგებლობა. ახლა, პირადული წყენები ყველამ უნდა დაივიწყოს, ახლა მთავარია მაქსიმალური კონსოლიდაცია ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, რადგან ხალხს სწრაფად დაუბრუნონ კოლაბორანტების მიერ მიტაცებული ხელისუფლება და სახელმწიფო ინსტიტუტები. მე პირადად გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ მივეხმარო ამ პროცესს ინფორმაციულად და საზოგადოების თვალში საბოლოოდ ჩამოვხსნა ნიღაბი ოცნებას. პარალელურად, საჯაროდ მივაწვდი ხალხს ინფორმაციას კოლაბორანტების მიერ ჩანერგილი აგენტურის შესახებ, რომლებიც ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან, როგორც ოპოზიციაში ისე სამოქალაქო საზოგადოების წიაღში“, - წერს გოგაშვილი.
სიახლეები
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა