მარნეულში აივნის ჩამონგრევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა
მარნეულში მომხდარ უბედურ შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აივნის ჩამონგრევის შედეგად, გარდაცვლილია 40 წლამდე ქალი, ასევე რვა თვის ორსული.
საავადმყოფოშია გადაყვანილი ორი მოზარდი. რვა წლის ბავშვი, რომელიც შედარებით მძიმე მდგომარეობაშია თბილისში გადაიყვანეს.
ადგილზე ამ დრომდე მუშაობს სამაშველო სამსახური და ექსპერტ-კრიმინალისტები.
მეხუთე სართულის აივანი დღეს მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე ჩამოინგრა. ადგილობრივების ინფორმაციით, შენობა ავარიულია.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი