"სააკაშვილის სამედიცინო შემოწმება გრძელდება - ამ კლინიკაში მკურნალობა ვერ წარმომიდგენია"
ცენტრ "ემპათიას" ექსპერტები კლინიკა "ვივამედში" ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდნენ. "ემპათიას" ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო შემოწმება გრძელდება და ამასთან, კლინიკიდან გარკვეული სამედიცინო დოკუმენტაციის გამოთხოვას აპირებენ.
მისივე განცხადებით, სიმპტომური მკურნალობის გაგრძელების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებაა მოსალოდნელი.
"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის დასკვნები, რომელიც ცენტრს აქვს გაცემული, სრულიად რელევანტურია. ის პროგნოზები, რომელიც არის გაკეთებული, სწორია. ამჟამად გვაქვს სწორედ იმ მდგომარეობის დამძიმება, რაც ცენტრ "ემპათიას"რეკომენდაციების შეუსრულებლობამ გამოიწვია. ამ კლინიკაში მკურნალობა ვერ წარმომიდგენია. მე მგონი, თვითონ კლინიკის სპეციალისტები ამას ალბათ გააცნობიერებენ. თუ ისინი იქნებიან მიუკერძოებულები და ობიექტურები, ამ დასკვნამდე თვითონ უნდა მივიდნენ," - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"