ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილს ავრცელებს
მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილს ავრცელებს, რომლითაც კრიტიკულ მედიებს მიმართავს და წერს, რომ "საერთო გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დარჩა".
ნიკა გვარამია ამავე წერილში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებაც წერს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ექსპრეზიდენტი გადასარჩენია.
"ვხვდები, რომ არაფერია უფრო კონსოლიდირებული ჩვენს ქვეყანაზე ზრუნვაში, არაფერია უფრო გამბედავი რუსეთთან და მის ადგილობრივ დამქაშებთან ბრძოლაში, არაფერია უფრო კომპეტენტური და პროფესიისთვის თავდადებული ჩვენი ქვეყნის სამსახურში, ვიდრე ქართული კრიტიკული მედია. მიიღეთ ჩემი უდიდესი პატივისცემა და უღრმესი სიყვარული. ყველა ერთისთვის და ერთი ყველასათვის. საერთო გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დარჩა. უნდა გვახსოვდეს, რომ რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მიშაზე ეს არ ვრცელდება - მიშას კლავენ პირდაპირი მნიშვნელობით და იგი გადასარჩენია. ის თუ ვერ გადავარჩინეთ, ვეღარაფერი ჩამოგვრეცხავს ისტორიულ სირცხვილს და ვეღარაფერი ვერ გაგვაძლიერებს", - წერს ნიკა გვარამია.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე