მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სანთელი აანთო
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესის დაწყებისას სანთელი აანთო და განაცხადა, რომ უერთდება პატრიარქის მოწოდებას უკრაინისთვის საყოველთაო ლოცვასთან დაკავშირებით.
„გუშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, მისმა უწმინდესობამ ისაუბრა რუსეთის სამხედრო ქმედებებზე უკრაინაში. აი, ამ ტერმინებით – რუსეთის სამხედრო ქმედებები უკრაინაში. მან გაბედა იმის თქმა, რაც ვერ გაბედა საქართველოს მთავრობამ და მოგვიწოდა ყველას, დღეს 12:00-დან პირველ საათამდე ვილოცოთ უკრაინაში მშვიდობისთვის. მინდა, გთხოვოთ ყველას, ჩუმად, თქვენთვის შეგიძლიათ, ასევე ილოცოთ. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ვფიქრობ, ახლა ყველაფერი გვჭირდება, ლოცვაც, ქმედებაც“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეს ეხება.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი